მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება და სუს-ში „საკუთარი გუნდით მიდის“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალარჩეული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.
როგორც მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ის სუს-ში „თავისი გუნდით მიდის“.
მისივე თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას