მამუკა მდინარაძე – წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? – თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!

წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი! – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიაზე წერს.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ცენზურის ლოკალური წარმატებით ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს.
“გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას ნაცების ერთი დანაყოფიც მიეშველა, “დააფაქტჩეკა”, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები “იყო ტყუილი” და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს “ქარდები”.
ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია.
წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!
ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო