– ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს – რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით

ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი.
მდინარაძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანას მოამზადებს.
“ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს:
· ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი.
· 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის.
· 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება.
· ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს”, – წერია მდინარაძის პოსტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ხელისუფლება მხარს უჭერდა მეუფე შიოს, ეს ცხადზე ცხადია, ის ჩარეული იყო და არის – ეს დავინახეთ და მაქვს ეჭვი, დავინახავთ ისტორიული სინოდის დაწყებამდეც, სადაც უნდა გამოირჩიონ პატრიარქი

მეუფე სტეფანე – ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო? შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ფაქტი არ არსებობს, რომ რუსეთი შეიძლება რაღაცას გვაიძულებდეს – არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა