მამუკა მდინარაძე: ჩვენზე კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მისი არყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც და ვითარების არევაც
რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევაც და დავალების შესრულებაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის. იმიტომ არა, რომ შესაძლოა, მე და „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი, ძალიან სუბიექტური ვიყოთ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ამ ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევაც და დავალების შესრულებაც, რომ ეს ქვეყანა მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
იგი საუბრისას სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც შეეხეო.
„დაკითხვიდან რომ გამოხვედი, რა გკითხეს ხომ იცი და ერთ მუხლს რომ მიმალავ, შემდეგ რომ იმართლებ თავს ჟურნალისტების მეშვეობით, რომ „გრიფით საიდუმლო“ იყო! ტერორიზმის მუხლი იყო და გაუთქმელობა ჰქონდათ და შეთქმულების შესახებ გრიფით „საიდუმლო“ არ იყო?! რა კითხვები დაგისვეს, ამას რომ მალავ და მაინც და მაინც მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობ, ტერორიზმს არ ახსენებ, მით უმეტეს - ბიძინა ივანიშვილს, სანამ ვიღაცას არ წამოსცდება, არ ახსენებ, ე.ი. რაღაცაშია საქმე! რა ინტერესი უნდა იყოს? აქ იყო დიდი ლუსტრაცია მათი მედიასაშუალებების, პოლიტიკოსების აგენტურული ქსელიდან - პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალური ომის პარტიის აგენტების“, - განაცხადა მდინარაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.