ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ - ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით - ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება

მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ - ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით - ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია.
მისი თქმით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია "ფორმულამ" გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.