მამუკა მდინარაძე – შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.
მისივე თქმით, ის რომ ადამიანს ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.
„ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი.
იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. ასევე შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. ეს კიდევ სამსჯელო თემაა. ამაზე ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას.
სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე ის არის საზოგადოებისთვის და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ.
მარიხუანასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება, მხოლოდ გაყიდვის მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო