ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა

ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გადაწყვეტილება შეაფასა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სავაჭრო -ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება.
„ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ქვეყნის პასპორტს მსოფლიოში თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და არის ძალიან კარგი. ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება. ამიტომ ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ჩინეთთან და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც თავისი გვერდითი კიდევ მეტი პოზიტიური და დადებითი ეფექტებიც აქვს," - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაყონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.