– ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ – ეს არის დანაშაული

ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ – ეს დღეს არის დანაშაული, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული პირების მიზანია, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ.
„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ. ისინი ეუბნებიან, რომ მოდით, ეს მოვასწროთ მანამ, სანამ ეს დანაშაული არ არის. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია. იმიტომ, რომ ის [აღმაშენებლის ხეივანი] ცენტრალურ მაგისტრალში გადის და ეს ცენტრალური მაგისტრალი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, ეს დღეს არის დანაშაული. რადგან ეს იციან, მიზანი არის ის, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ, გადააკეტინონ (მათ ეუბნებიან, რომ ეს დანაშაული არ არის), მერე ეს ადამიანები პოლიციას დააჭერინონ და თქვან, რომ ისინი არიან რეჟიმის პატიმრები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 8 თებერვალს, 15:00 საათზე აქცია სახელწოდებით – „გადაკეტე აღმაშენებლის ხეივანია“ დაანონსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება