ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე - ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, არ არიან ჩვენი აქტივის წევრები - ჩემი აზრით, ეს იმის გაკეთებულია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება

ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
მდინარაძის აზრით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.
„ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმის მითუმეტეს, არის ამორალური“, - აცხადებს მდინარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.