ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: ...სრული ლუსტრაციაა

მამუკა მდინარაძე: ...სრული ლუსტრაციაა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე ოპოზიციის რეაქცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ოპოზიციას "შერიგებითა და ურთიერთპატიებით" ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები აღიზიანებს.

"მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.
სრული ლუსტრაციაა.
(იხ. გარესამთავრობოებისა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).
პ. ს. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ:
არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!
ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!.."- წერს მდინარაძე Facebook-ზე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.