მამუკა მდინარაძე – სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო

სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს, ბრიუსელში გაგზავნილი წერილის გამო, ჯაშუშები უწოდა.
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ასეთ წერილს ვინც გაგზავნის, ის არის ჯაშუში, აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, როგორ გაეპარათ პიარულად მაინც ეს ამბავი, არ ვიცი. რას ფიქრობდნენ, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა? ვერ მივხვდებოდით, რა დაწერეს? მართლა გულწრფელად გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ადამიანები მიიყვანო ამ დონემდე, რომ საკუთარი ხელით დაწერონ – ჩემი ქვეყანა, საქართველო და ქართველები დასაჯე. ეს ჯაშუშობის რაღაც ხარისხია, იმის იქით რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძე ხომ არის სიმბოლო „დანოსისა“ და ჯაშუშობის, ამაზე უარესი ქნა ოპოზიციამ, დაგვსაჯეთო, მისწერეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო