ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის ხარჯზე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ფეისბუკის“ თავის გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე“
„სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას - მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ და გააზიარა ახალი „ქარდი“, სადაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ რუსული კი არა, „ევროპული გამჭვირვალობისათვის“ არის.
წინა მსგავსი „ქარდი“ „ფეისბუკმა“ დეზინფორმაციად მონიშნა და წაშალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.