მამუკა მდინარაძე – გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ სცენაზე იყოს.
მდინარაძის განცხადებით, ადამიანი, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ მისი ქვეყანა არც ერთ დროში არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იყოს წოდებული.
„პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. ამბავში უნდა უბრალოდ რომ აერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ. ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს ეს არ ვიცი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა