მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი „ნაცებზე“ უფრო რადიკალია - მოგვევლინა „ნაცზე“ უფრო „ნაცი“!
სალომე ზურაბიშვილი „ნაცებზე“ უფრო რადიკალია - მოგვევლინა „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი! - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი მიმართ.
მდინარაძის შეფასებით, ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას „ილაპარაკა უფრო რადიკალურად და ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ.
„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის - ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელსაც თავისი როლი აქვს. ის დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც „ლელოს“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დაავალეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.