მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას“, “განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს“ და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე“.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს უკანონოდ ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია…
გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში [სალომე ზურაბიშვილს] მოუწევს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომ იმ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, კი ბატონო, თუმცა გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ