ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ - მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ

მამუკა მდინარაძე - როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ - მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ

როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ - მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მარშების ორგანიზატორების უკან პოლიტიკური პარტიები დგას.
„დაიწყეს პროფესიებზე აპელირება. მათი მომხრე შეიძლება იყოს ექიმიც, ადვოკატიც - პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ პროფესიაში ჰყავს მომხრე. აქაც კი, პირობითად ექიმები რომ დააყენეს, ამ ექიმს თუ ადვოკატს უკან ვინ მოსდევს, ამას არავინ კითხულობს. აგერ მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის - სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი.
ყველა მათთან დაკავშირებულია პირია, ვინც ასეთ მარშებს აორგანიზებს იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსიროს. მათი წარმოდგენის მქონე ადამიანს კი ნებისმიერ პროფესიაში მოძებნი“, - განაცხადა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.