პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს

მამუკა მდინარაძე - რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს

რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ „ფორმულას“ ჟურნალისტ, გურამ როგავაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა არავინ უნდა დაუშვას.
„ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მეგი ნარსავიძეზე [„ტვ იმედის“ ჟურნალისტზე] თავდასხმა არაფერი იყო ამასთან შედარებით - საუბარია, გურამ როგავაზე [„ფორმულას“ ჟურნალისტი]. არ ვიცი ასე უნდა მიმაჩნდეს თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ისიც ამორალურია და ესეც არის ძალიან ცუდი რამ. ამას არ უნდა უშვებდეს არავინ. რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი უნდა იყოს ჟურნალისტი პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს. ამ შემთხვევას მე პირადად აბსოლუტურად ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის მხრიდან. ამ შემთხვევაში პირდაპირი მიმართება იყო და ზუსტად ვიცი რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე, თუნდაც რაც საჯარო და ღია წყაროებში იძებნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა, „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა.
ექიმის განცხადებით, მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.