მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო

სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება – „არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები“.
„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასი ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასი ათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი.
აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.
აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი, მოკლედ… ყველანი კარვებში!!!
მოთხოვნას რაც შეეხება – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს