პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბრიფინგი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების მიზეზი მოსამართლეთა სანქცირების, მმართველი გუნდის მიმართ „ვეტინგის“ მოთხოვნისა და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული