მამუკა მდინარაძე – ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, მათი გეგმები ყოველთვის წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი არც ერთი გეგმა სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება

ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში რადგანაც ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია „წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავს“.
„რას არ კადრულობენ, როგორ არ აბულინგებენ ადამიანებს, წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ, ისეთ პასუხებს იღებენ, რომ მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ, ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ, პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ, თუ მათ უნდათ რომ ამ ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ვწერთ, მაგრამ არა – მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია. ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არც ერთი, თავის სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე – ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში – დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის – ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი