არქივი27 ნოემბერი 2024, 13:50
მამუკა მდინარაძე: მიშა მაგარია!

მიშა მაგარია! - ამის შესახებ “ფეისბუქზე“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.
სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.