ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ გავანადგურებინოთ - განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ!

ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ „ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და მშვიდობიანი, ღირსეული სვლა ევროპისკენ“.
„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი?
ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს…
მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” მეორე ფრონტის თემა?!..
მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ. განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ!
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ - წერს მდინარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.