ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია - ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი - თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად

მამუკა მდინარაძე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია - ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი - თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად

მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ხუთი დღით, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია.
მდინარაძის განცხადებით, თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ უნახავს, მაგრამ ხშირად კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბავს და ის კარგად არის.
„ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ხუთი დღით. ეს არის იმდენად ბინძური რამ, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ.
მე ვკითხულობ მის ამბავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის კარგად და ძალიან მიხარია ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.