ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო

მამუკა მდინარაძე: იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო

"იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო" - მამუკა მდინარაძე და ოცნების სხვა წევრები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას აღარ გეგმავენ. ნაცვლად ამისა, ქართული ოცნების წარმომადგენლები სამებაში, პარაკლისზე შეიკრიბნენ.

"დღევანდელ დღეს [...] ცდილობენ პროვოკაციები და დაპირისპირება შემოიტანონ. ჩვენ, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ მათ სურათის დადგმა, რომელიც მართლა ძალიან ცუდი იქნებოდა - იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციის მოწყობა უნდოდათ. არ ავყევით, ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში, პარაკლისზე, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები" - ამბობს მამუკა მდინარაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.