ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის ქველმოქმედების მაგვარი მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება

მიდის მუშაობა, რომ დაგაკომპლექსონ და ბიძინა ივანიშვილი არ ახსენო. კომპლექსის გამომუშავება და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ მადლობა უნდა გადაუხადო. ცხრაჯერ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა. ათჯერ, ან თერთმეტჯერ რომ ეხსენებინა, არ ეკუთვნის იმ ადამიანს? დამსახურება არ აქვს ამ ქვეყნის ან პარტიის წინაშე? უპრეცენდენტო ქველმოქმედება არ ჩაუდენია, რომლის მაგვარი, ალბათ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება არავის? მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება. ჩვენ ერთმანეთზე რომ ვლაპარაკობთ და ძალიან გულწრფელები ვართ, მათ შორის, ირაკლი კობახიძის შეფასებაში, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ შეგვიძლია თამამად საუბარი, რომელიც ყოველთვის არაბუნებრივად სწორ, გამჭრიახ და სწორი მიმართულებით გადაწყვეტილებებს იღებდა და ასეთ რჩევებს იძლეოდა, როდესაც ოდნავ დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან და როდესაც ჩართული იყო პოლიტიკაში, ისეთი სასწაულები არ დაალაგა, რომლითაც შეშფოთებულები და გაოგნებულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები და ამ ქვეყნის მოყვარული ხალხი ბედნიერი იყო?! ამ ყველაფერზე არ უნდა ვილაპარაკოთ?  - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ TV IMEDI-ს ეთერში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.