მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე – უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ – პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ ტელეფონი არ აქვს, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურად, რომ უკეთ და უკეთ არის

უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები ვიყავით – პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ არ აქვს ტელეფონი, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განუცხადა.
“უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები [ვიყავით]. ვმეგობრობდით, მეგობრობის ხარისხზე როგორ ვისაუბრო. [მეგობრობა] არაფერს დაუსრულებია. როგორც ვმეგობრობდით, ისე ვმეგობრობთ. მოვიკითხე ბევრჯერ, თუმცა პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს ტელეფონი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. [გუნდის წევრებისგან] ვიცი. ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას, მდინარაძის თქმით, როდესაც გამოძიება დასრულდება, განცხადებას, სავარაუდოდ, თავად პროკურატურა გააკეთებს.
“შს მინისტრისგან გავიგეთ, რომ კამერები იყო და ამოღებულია. მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. შემდეგ ათასი მანიპულაცია იყო: გეკა გელაძე იყო, მდინარაძე იყო და ეს სისულელეები და ტყუილები ითქვა.
რაც ჩვენ გავიგეთ, არ გვაქვს წიაღსვლებში შესვლის უფლება, იქ იყო 4-5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ორი წევრი, მასპინძელი და მასპინძლის 1 თუ 2 მეზობელი. ეს შემადგენლობა იყო. ისინი დაიკითხებიან დეტალურად, შეიძლება გამოიკითხნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა