ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რუსეთის მსგავსი ქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.
„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას. ეს ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში და შეურაცხმყოფელი დარღვევაა. თუ რაზე მიანიშნებს დარღვევის ეს ხარისხი, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.