ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით

მამუკა მდინარაძე - ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით

ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული ფესტივალი, სინამდვილეში, უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიული ღონისძიება იყო.
„ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით და როდესაც ამის მხილება მოვახერხეთ ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის, ჟურნალისტების ნაწილს არ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს ქვეყნის წინაშე, რომ მოახერხეთ თქვენც, გემხილებინათ ე.წ. ფესტივალი და სინამდვილეში პარტიული ღონისძიებების უცხოეთიდან დაფინანსება, იძულებულები გახდნენ, მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი დაფინანსებით მათი პარტიული აქტივობები“ , - აღნიშნა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.