მამუკა მდინარაძე – ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს – ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე

ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დღევანდელი დღე დამოუკიდებლობისა და ოჯახის პატივისცემის სიმბოლოა.
„გილოცავთ, ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო