პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე - ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე - ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყალბების თეორიული შანსიც კი გამორიცხულია.
„ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა. ელექტრონულ არჩევნებში თეორიული შანსიც კი ირიცხება გაყალბების და ამიტომ არიან ისინი [ოპოზიცია] აგონიაში, რომ ამ შანსებზე ვეღარ ლაპარაკობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.