ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს - ჩვენი პასუხია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

მამუკა მდინარაძე - ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს - ჩვენი პასუხია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილ რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას, ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.
„ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:
· დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!
· გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!
· გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!
· დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!
· დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!
მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია!
ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.