მამუკა მდინარაძე - „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!

„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ - სთეითი“ კი - ოლიგარქიულ გავლენებს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში:
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ - სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
არ იქნება სამართალი, - არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!
ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“,- წერს მდინარაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.