მამუკა მდინარაძე – გიწერენ, „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?!

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მოლდოვაზე, რომელიც დსთ-ს წევრია, ამბობენ, რომ მისაბაძი ქვეყანაა, საქართველოსთან მიმართებით კი აცხადებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია.
„ჩვენთან, უკვე ორნიშნა ციფრს კარგა ხანია, ორი-სამი წელია ჩამოსცდა [სიღარიბის მაჩვენებელი] და გვადარებენ მაინც. დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ ეს არის მისაბაძი ქვეყანაო. საერთოდ არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ადრე „გაიშნიკებს“ რომ ეძახდნენ ჩვენთან, 2 და 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში. დემოკრატია ზენიტშიაო და „შუქურას“ რომ ეძახდნენ სააკაშვილს, იგივე შეფასებაა მოლდოვის მიმართ და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო – ეს თუ ობიექტური შეფასებაა, მაშინ, კი ბატონო, მართალი ყოფილა. ამ ყველაფერს, ამ ტრაფარეტულად შაბლონურ ლამაზ სიტყვებს რომ საფუძველი ნული აქვს, იმასთან ერთად რომ გიწერენ, „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “იმედის ეთერში“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო