მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე – როცა მოღალატე თაღლითობაზე გადადის, ეს მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს – როცა ირაკლი კობახიძესა და დავით კეზერაშვილს ერთად ასახელებ, ნიშნავს, რომ შუბლზე ძარღვი არასდროს ჰქონია

როცა მოღალატე თაღლითობაზე გადადის, ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს – როცა სა და დავით კეზერაშვილს ერთად ასახელებ, ნიშნავს, რომ შუბლზე ძარღვი არასდროს ჰქონია, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომლის განცხადებით, ეკონომიკური ზრდით ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.
მდინარაძე ამბობს, რომ “ღალატი გახარიას და მისი პარტიის ფორმულაა“.
“ჩვენი ორდღიანი მოწოდების შემდეგ, გიორგი გახარიამ სია გამოაქვეყნა. “ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადამდგარი კლასიკური მოღალატე ახლა აქვეყნებს სიას, რომელშიც ირაკლი ს წერს. აღარ ვკითხულობ სიაში სხვა ვინ წერია… თურმე კობახიძე და კალაძე ბიუჯეტის ფულით საზრდოობენ და მდიდრდებიან.
როცა ჩვენთან იყო, არც მაშინ ჰქონდა შუბლზე ძარღვი – თამაშობდა, იყო როლის საუკეთესო შემსრულებელი, საუბრობდა სწორ რაღაცებს და დღეს გამოჩნდა, რისი მკადრებლები არიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო