ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ, ორ მაღალ პოზიციაზე, აქედან ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის გარდა კიდევ 2 პოზიციაზე წარადგენს კანდიდატურას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ მაღალ პოზიციაზე. ამის შესახებ პრემიერი თავადვე განაცხადებს, ჩემი ვარაუდით ეს იქნება მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრზე ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ერთი ადმინისტრაციის უფროსია, თუ არ გამოუცხადებია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.