მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს – ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს!

არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს – ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ “კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“ პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში დედაქალაქის პარალიზება მოახერხეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, აგენტურა წააქეზეს, მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი, საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ჭავჭავაძის გამზირზე კარვები იყო გაშლილი. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ