მამუკა მდინარაძე – არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ტყუილზე აგებული პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს.
„თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი არის მოდერნიზატორი რაღაც თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება მას არ მიიღებს და ყველას ვთხოვ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში, ყველამ გაითვალისწინოს, თუკი, ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, ესენი თავად არიან ვინც, მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ. საქართველომ და მისი საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს საქართველოში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი