მამუკა მდინარაძე: ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნაცებმა მოიფიქრეს ტერმინი მცოცავი ოკუპაცია…

“ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნაცებმა, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს და არამხოლოდ ტერიტორიები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ხალხი საერთოდ გაწიეს გვერდით, იმისათვის, რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა სხვისთვისაც გაეზიარებინათ, მოიფიქრეს ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, ანუ მიხეილ სააკაშვილმა, რაც “დაუკანონა” 2007 წლის გადაწყვეტილებით, რა ფარგლებშიც მოაქცია, მისი თქმით, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, იმ ფარგლებში და ამის საფუძველზე ბორდერიზაციას, მავნებლობას ოკუპანტის მხრიდან, მათ პიარულად დაუპირისპირეს ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომ თავის დროზე მათი პიარული, პროპაგანდისტული გათვლებით შემოვარდნენ და მერე ცოცვა-ცოცვით მოიწევენ წინ, არადა ბორდერიზაციის ფარგლებში მავნელობლობაზე გვაქვს საუბარი, ოკუპაციაზე და ძალიან ცუდ შედეგებზე.
ისევეა დღეს, ნელ-ნელა აფართოებენ წრეს საქართველოზე ზეწოლის. ახლა ეუთოც ჩაერთო ამაში და თუ ის მცოცავი ოკუპაციაა და, რა თქმა უნდა, არ არის, აბსოლუტურად ცუდ ამბავთან გვაქვს საქმე, აქ ხუმრობადაც არ გამოდგება, მაგრამ ვიტყოდი მაინც – მხტუნავი პიარ გათვლები ჰქონდათ.
საქართველოს გამოტოვებით როგორ აკავშირებენ იმ ქვეყნებს, რომელზედაც ისინი საუბრობენ, შავ ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან, წარმოუდგენელია, გადაახტება ვინმე ამ ქვეყანას?! საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე ლაპარაკი აბსურდიც აღარაა, აბსურდი არის სხვა რაღაცები, რასაც აქამდე ლაპარაკობნენ, ეს არის უკვე თავხედური პიარ სვლები, რომლებსაც პროპაგანდის გარდა, არანაირი დანიშნულება არ გააჩნია” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ სანქცირებული TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვაზე: “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერებისგან ვისმენთ შეფასებებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ეუთოც უკვე ჩაერთო საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივ კამპანიაში, პარალელურად ვნახეთ მსჯელობა შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს გარეშე. როგორ აფასებთ თქვენ ამ პროცესებს?” პასუხად.