მამუკა მდინარაძე – ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ – თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ, რა უნდა ქნა ამ დროს?

გამოცხადდნენ კომისიაზე? არა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არ გამოცხადება დანაშაულია? – კი. ე.ი ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და მათ შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ , – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მაუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პატიმრობა მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანი უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით იდევნება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი პროცესი სრულიად არის განსაზღვრული:
„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება კანონით ისჯება. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ – არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის. დემონსტრაციულად სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფოს ჩამოშლა უნდათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო