ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად - დიდი ფულია?! პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია, ცოტა ფულია?! პროტესტის ხარისხი იკლებს

მამუკა მდინარაძე - აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად - დიდი ფულია?! პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია, ცოტა ფულია?! პროტესტის ხარისხი იკლებს

აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმისი რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად - გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა მოგონილ ამბებზე ეს მათი ვითომ პროტესტი, რომ ვეღარაფერს შვრებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი პირდაპირპროპორციულია და თუკი „დიდი ფულია, პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია და თუ ცოტაა, პროტესტის ხარისხი იკლებს".
„აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმისი რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად. გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე, რომ ვეღარაფერს შვრებიან. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი კვლავ ცდილობს, თავი ლიდერად გამოაჩინოს.
ამ ადამიანებს, რომლებიც საიდანღაც ფინანსდებოდნენ, თანხები მოაკლდათ და თქვენ ალბათ, ხედავთ რამდენად პირდაპირპროპორციულია უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა, პროტესტიც შესაბამისი იყო. ვინც ამ პროტესტში მართლა გულწრფელად იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანებს მართებთ დაფიქრება. დიდი ფულია?! პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია. ცოტა ფულია?! პროტესტის ხარისხი იკლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.