მამუკა მდინარაძეს 4 მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დანიშვნიდან არასრული 5 თვის შემდეგ მმართველ გუნდთან კონსულტაციით დატოვა. პრემიერმა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა ივანე დღეს 23 აგვისტოს წარადგინა .

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, საკანონმდებლო ორგანოში 9 წელი მუშაობდა. 3 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დაამტკიცა. პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.

სუს-ის ახლად დანიშნულმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უწყებაში თავისი გუნდით მივიდოდა და შეიცვლებოდნენ ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მათ შორის მან აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია აღარ იქნებოდა.

უწყების ახალი ხელმძღვანელი “ოცნების” მთავრობის მეთაურმა თანამშრომლებს 3 სექტემბერს წარუდგინა.

 

ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახური შედგება 17 სტრუქტურული ერთეულისგან. ესენია: ადმინისტრაცია, გენერალური ინსპექცია, ეკონომიკური, საინფორმაციო-ანალიტიკური, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის, ოპერატიული ღონისძიებებისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები; იურიდიული, ობიექტების დაცვის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფისა და კადრების მთავარი სამმართველოები; სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება