მამუკა მდინარაძემ დეა მამისეიშვილს უჩივლა

მამუკა მდინარაძემ დეა მამისეიშვილს უჩივლა – ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ Facebook პოსტს ეხება, სადაც მან “ქართული ოცნების” დეპუტატი “ნაძირალად, არაადამიანად და ნაბი**რად” მოიხსენია.

დეა მამისეიშვილის ცნობით, მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 ივნისს გაიმართება.

ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა. მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს”. – წერს დეა მამისეიშვილი. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო