პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა

მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას უსაფრთხოების სფეროში.
„ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.
მამუკა მდინარაძემ ალი ნაგიევს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სუს-ში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.