ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა გამყრელიძე: თუ ხალხი კვლავ ამ მარიონეტებს აირჩევს ...

"თუ ხელისუფლება კბილებით, მუშტებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლებით, მომწამლავი აირებით, დათვის ტყვიებით მაინც შეძლებს ანტიევროპული კანონის გატანას, ჩვენი ევროპული მომავალი დიდი ხნით დაიხურება.
შეიძლება ევროკავშირმა ოქტომბრამდე გვაცადოს და არჩევნების შედეგებს დაელოდოს. თუ ხალხი კვლავ ამ მარიონეტებს აირჩევს დეკემბერში უმძიმეს დასკვნას მოგვარჭობენ და 2025-ში უვიზო მიმოსვლასაც გაგვიუქმებენ.
აი, ამ რეალობის წინ ვდგავართ. წელს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. როგორ, როდის, ვისი ჩანაცვლებით, ეს არ არის მთავარი. ქოცების ხელისუფლება უნდა შეიცვალოს !" - წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.