ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა გამყრელიძე: ასე თუ გაგრძელდა საქართველო ჩინელების სხვა კრედიტორი ქვეყნებივით საფინანსო და შემდეგ უკვე პოლიტიკურ კაბალაში აღმოჩნდება

"ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა. მშვენიერი ამბავია. ერთადერთი კითხვა მაქვს იმ ფულთან რითიც ეს პროექტი განხორციელდა. ეს გახლავთ კრედიტი, რომელიც საქართველომ აიღო აზიის ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო ბანკში (AIIB), რომელიც ჩინური ბანკი გახლავთ შტაბბინით პეკინში.
როგორც ჩანს, ყველა სხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიც მომავალში სწორედ ჩინური კრედიტებით შესრულდება. საინტერესოა, როგორია ამ
კრედიტების პირობები ?
ადრეც ბევრი მაქვს ჩინური კრედიტების საფრთხეზე ნასაუბრები. მეტს ალბათ ვეღარაფერს დავამატებ. ასე თუ გაგრძელდა საქართველო ჩინელების სხვა კრედიტორი ქვეყნებივით საფინანსო და შემდეგ უკვე პოლიტიკურ კაბალაში აღმოჩნდება," - წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.