ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა გამყრელიძე: ამიტომაც ფრთხილობს პრემიერი და არა იმიტომ, რომ...

მამუკა გამყრელიძე: ამიტომაც ფრთხილობს პრემიერი და არა იმიტომ, რომ...
მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
ოპოზიციური მედია ჩვეულებისამებრ საყვედურობს პრემიერს, რომ მან არ უწოდა რუსეთს მტერი. კობახიძე თავის მხრივ აცხადებს, რომ ასეთი განაცხადი პოლიტიკურ ნაბიჯს (სავარაუდოდ ომს) მოითხოვს და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს.
IMHO პრემიერს დავეთანხმებოდი, რომ ვხედავდე რაიმე მცირე ნიშნებს მაინც იმისა, რომ საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარეობს რაიმე სახის, თუნდაც კულუარული მოლაპარაკებები ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობის აღიარების უკან გასაწვევად.
სულ მცირე ნიშნებს იმისა, რომ რუსეთს შეიძლება ასეთი ინტერესი ჰიპოტეტიურად მაინც გააჩნდეს თუნდაც შორეულ პერსპექტივაში. არ ჩანს არაფერი და არც შეიძლება ჩანდეს რადგან ეს მთლიანად ეწინააღმდეგება კრემლის პოლიტიკას და არასდროს შეიცვლება სანამ რუსეთი მისი იმპერიული შინაარსით არსებობს.
ჰოდა, აბა რაის პოლიტიკური განცხადება ? რუსეთი საქართველოს მტერია, ამას ბევრი ბჭობა და სიფრთხილე რაში სჭირდება ? სიფრთხილე მხოლოდ ქოცნების მხრიდან არის. რუსეთმა საქართველოს სახით მიიღო პოლიტიკური მხარდამჭერი. სანამ ქოცნება ხელისუფლებაში იქნება ეს ასეც გარძელდება. ამიტომაც ფრთხილობს პრემიერი და არა იმიტომ, რომ ომს ერიდება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.