ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას" - მამუკა ხაზარაძე რეზო კიკნაძეს

"მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას" - მამუკა ხაზარაძე რეზო კიკნაძეს

"პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას", - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით…
"ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან? მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ. ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.