ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამა დოროთე ყურაშვილი: თუ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო დაიჭერენ, ეს იქნება კატასტროფა... ეს ხალხი მათ დაამხობს

მამა დოროთე ყურაშვილი: თუ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო დაიჭერენ, ეს იქნება კატასტროფა... ეს ხალხი მათ დაამხობს

თუ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო დაიჭერენ, ეს იქნება კატასტროფა, - ამის შესახებ მამა დოროთე ყურაშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს.

სასულიერო პირის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების დასასრული ახლოვდება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ეგ შეუძლებელია, რომ მოხდეს და თუ მოხდება, ეს იქნება მათი კატასტროფა. კატასროფას აკეთებენ, მათი აზროვნება არის მთლიანობაში კატასტროფა. თვითონ ტროტუარზე კი არა, ქუჩაში ვერ გამოდიან და იმალებიან, ხალხის ეშინიათ და ამიტომ შეიძლება, ათასი უბედურება გააკეთონ, მაგრამ ეს არის მათი ბოლო გაფართხალება და ეს ხალხი მათ დაამხობს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - ამბოლბს მამა დოროტე ყურაშვილი. 

შაბათის ტრადიციული მარში დაიწყო. მოქალაქეები თავდაპირველად მელიქიშვილის ქუჩაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

ხალხი ქალაქის შუაგულში დღესაც საპროტესტო ბანერებით და დროშებით გამოჩნდა. გამონაკლისი არც დღევანდელი შეკრებაა. პროტესტი ორ მთავარს მოთხოვნას - ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ეძღვნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.