„მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა, მაშინ ვთქვი, რომ მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა, თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს… მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა, დღეს თამთას პირველად შევხვდი“ –

„მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა, მაშინ ვთქვი, რომ მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა, თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს… მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა, დღეს თამთას პირველად შევხვდი“ –
მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც გერმანიაში, კელნში იმყოფება, სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.
როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ის დღეს პირველად, სწორედ გერმანიაში შეხვდა თამთა თოდიძეს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და როგორც მწერალი აღნიშნავს, ამ საქმეში უმცირესი წვლილი თავადაც მიუძღვის:
„ეს თამთა თოდიძეა. მასთან ძალიან უცნაური ამბავი მაკავშირებს და უცნაური იმდენად, რამდენადაც პირველად დღეს, გერმანიაში, კელნში შევხვდი, მაგრამ ვიცნობ ცხრა წელია.
ცხრა წლის წინ მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა და მაშინ ვთქვი, რომ ერთი ჩემი მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა და თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს. მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა და დღემდე იქ ცხოვრობს. ამ საქმეში უმცირესი წვლილი მეც მიმიძღვის.
დღეს, ლექციის ჩასატარებლად მიმავალი, ქართველების საპროტესტო აქციაზე მდგარს გადავეყარე.
არის ამ ამბავში ალბათ რაღაც საკრალური. ამ განწყობაში. ამ ბრძოლაში“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს