არქივი30 ივნისი, 2024, 11:26
მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა – ესპანელთა მთავარი მწვრთნელი
ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე აცხადებს, რომ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეა.
ლუის დე ლა ფუენტე აღნიშნავს, რომ მისთვის მისი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან.
„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ბუნებრივია, რომ მისი თანაგუნდელი სხვებზე უკეთესად მიაჩნია. მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, თუმცა მეტოქეებსაც პატივს ვცემ“, – აღნიშნა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.